ZT Four - шаблон joomla Продвижение

(+ 995 32) 252 55 13

დასწრების წესები

ბავშვები უნდა გამოცხადნენ 5-10 წუთით ადრე გაკვეთილის დაწყებამდე. გთხოვთ არ წამოაღებინოთ ბავშვს გაკვეთილებზე ფასიანი ნივთები, მობილურები და სხვა ნივთები, რომლებიც არ სჭირდება ბავშვს მეცადინეობის დროს. ასევე გთხოვთ დროულად მოაკითხოთ ბავშვს გაკვეთილების შემდეგ.

ჩაცმულობა

პატივცემულო მშობლებო! გთხოვთ უზრუნველყოთ ბავშვი საცეკვაო ფეხსაცმელით ცეკვის გაკვეთილებისათვის და ცეკვის ჩუსტებით ტანვარჯიშის გაკვეთილებისათვის. ახალ გაწევრიანებულ ბავშვებს აქვთ უფლება პირველი ერთი თვის განმავლობაში დაესწრონ ცეკვის გაკვეთილებს ჩუსტებით, მაგრამ ასევე გირჩევთ დროულად შეუკვეთოთ ფეხსაცმელი. რაც შეეხება ზედა ჩაცმულობას ყველა ბავშვს უნდა ეცვას ცეკვის სტუდიის საფირმო მაისური და ქვედაბოლო ან შავი ელასტიკი. ტანსაცმელი უნდა იყოს მოხერხებული, და მომდგარი, რომ არ შეუშალოს ბავშვს ცეკვის და ტანვარჯიშის დროს ხელი.

გადახდის წესები

მომდევნო თვის ათვლა იწყება პირველ ვარჯიშზე დასწრებიდან მეორე თვის იგივე რიცხვიდან (მაგალითად: იანვრის 15 რიცხვიდან - თებერვლის 15 რიცხვამდე). მშობელი ვალდებულია გადაიხადოს სწავლების საფასური მომდევნო თვის საანგარიშო პერიოდის 5 რიცხვამდე (ანუ: იანვრის 15 რიცხვიდან - თებერვლის 15 რიცხვამდე ჩაწერის შემთხვევაში იანვრის 20 რიცხვამდე). გადასახადი უნდა გადაიხადოთ ბანკში:

 

მიმღების ბანკი: სააქციო საზოგადოება „თიბისი ბანკი“;

ბანკის კოდი: TBCBGE22

მიმღების დასახელება: ოგანეზოვა ელენა

მიმღების ანგარიშის ნომერი: GE03TB1100000345201220