ZT Four - шаблон joomla Продвижение

(+ 995 32) 252 55 13

აირჩიეთ ჩვენი ცეკვის სტუდია!

 

1. გთავაზობთ ცეკვის გაკვეთილებს 4 წლის ასაკიდან დაწყებული, რომ მივცეთ თქვენს პატარას საშუალება შეიყვაროს მოძრაობა და მუსიკა პატარობიდან და მომავალში გახდეს საუკეთესო მოცეკვავე! ასევე გთავაზობთ ყველა იმ დისციპლინის შესწავლას, რომელიც ჩამოაყალიბებს ბავშვის სიყვარულს ცეკვის მიმართ და მიაწვდის ზუსტად იმ ცოდნას რომელიც ესაჭიროება!

2. ჩვენი ცეკვის სტუდია სუფთაა და კარგად გარემონტებული, ჩვენთან ყოველთვის სასიამოვნო და მეგობრული ატმოსფეროა. სტუდია განლაგებულია საუკეთესო ადგილას, ტრანსპორთან და მიწისქვეშა გადასასვლელთან ახლოს, რაც შეგიქმნით დამატებით კომფორტს.

3. ჩვენი ყველა მასწავლებელი პროფესიონალია, მრავალწლიანი სამუშაო სტაჟით. ისინი აუცილებლად გადიან workshop-ებს და მასტერკლასებს საქართველოში და ასევე საზღვარგარეთ.

4. ასევე ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ პირობები რომ ცეკვა იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი, რაც გამოიხატება ხელმისაწვდომ ფასებში.

 

 

 

...........................................................................................................................................................................................................................................................................................................................................

 

სტუდიის ხელმძღვანელი/დირექტორი

სამეჯლისო სპორტული ცეკვების მოცეკვავე , ქორეოგრაფი, პროფესიონალი-მასწავლებელი ქ-ნი ელენა ოგანეზოვა

 

"როცა მე მოვხვდი სამეჯლისო ცეკვის საოცარ სამყაროში, მე შევიგრძენი ცეკვის ბევრი დადებითი მხარე, ვისწავლე ხალხთან ურთიერთობა, ცეკვით შენი ემოციების გამოხატვა, საუკეთესო მუსიკალური შედევრების გაცნობა და მრავალი სხვა. მე ვარ მოხარული, რომ მაქვს შესაძლებლობა გავაცნო ბავშვებს სამეჯლისო ცეკვები და ჩამოვაყალიბო საფუძვლები, რომლებიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს."

ელენა ოგანეზოვა